ეს ბლოგი განკუთვნილია საიშის საჯარო სკოლის მეათე–მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის
Sunday, July 18, 2010
წყალი
პროექტის სახელი: „ წყალი“
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლემ უნდა აღწეროს წყლის
დაბინძურების შემთხვევა. მოიძიოს მიზეზი, რამაც გამოიწვია
დაბინძურება.
პროექტის სრული აღწერა: ინფორმაციის მოძიება საიდან იღებს
სასმელ წყალს, სარგებლობს თუ არა რომელიმე ორგანიზაცია
ამ წყლით. საიდან იღებს სათავეს, მასში რა სახის ნარჩენები
ჩაედინება და რა შედეგი შეიძლება მოყვეს დაბინძურებულ
წყალს. რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ჯანმრთელობას.
მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი. ( X-XI კლასები)
ხანგრძლივობა: 1თვე.
შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება, ჯგუფური
მუშაობის უნარ–ჩვევების გამომუშავება და ერთმანეთში
გაზიარება. ინტერვიუს აღება იმ პირებიდან, რომლებსაც
უშუალო კავშირი აქვს ამ საკითხთან.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან
სხვადასხვა რესურსების გამოყენებას, სხვისი აზრის
გათვალისწინებას. თავად ეცდებიან არ დააბინძურონ
წყალი და სხვების მიმართაც იქნებიან ყურადღებიანი.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებს უყალიბდებათ
ზრუნვის უნარ–ჩვევები. მიხვდებიან რომ თანამშრომლობა
სხვებთან აუცილებელია. ჩაერთვებიან საზოგადოებრივ
საქმიანობაში.
სამუშაო ენა: ქართული
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: გეოგრაფია, ქიმია.
პროექტის ფასილიტატორი: ირინა ლალიაშვილი
Subscribe to:
Posts (Atom)